Tuesday, July 8, 2014

IX დღის რეფლექსია

გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგზე.
ეს ტრენინგი ფასდაუდებელი რესურსი იქნება პროექტებზე მუშაობის დროს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის.
 მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებელთა სახლს და ჩვენს ტრენერს ნინო კაჟაშვილს ასეთი მაღალ დონეზე ჩატარებული ტრენინგისათვის. 

Friday, July 4, 2014

VIII დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტის გეგმა დეტალურად გავწერე სასწავლო პროცედურები, გავითვალისწინე დიფერენცირებული სწავლება და მოვნიშნე სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.
შევქმენით გუგლი ფორმებში გამოკითხვის ფორმა თავისი პასუხებით. ფორმის შედგენის დროს გამოვიყენეთ პასუხების სხვადასხვა ფორმა და პასუხების წარმოდგენის დიაგრამების ფორმა სურათების სახით ჩავსვით პორტფოლიოს სურათების საქაღალდეში.
ჩავსვით გამოკითხვა page-ში, gajet-ში.
გუგლი ფორმები დიდი დახმარება იქნება კვლევებისა და გამოკითხვების საწარმოებლად.
მადლობა ტრენერს საინტერესო და ეფექტური ტრენინგისათვის!

Thursday, July 3, 2014

VII დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეექვსე მოდულის განხილვა. ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია თემაზე " ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის  დროს".გავეცანი მოსწავლეების აღქმის 5 სტილს. დავახასიათეთ თითოეული მათგანი. გავეცანით ამ მხრივ სკოლაში ბავშვების სტატისტიკას. გავეცანი, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულირებადი სწავლის განვითარებაში. შევქმენი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს დავეხმარები დასწავლის პროცესში. 
შევქმენი სუსტი მოსწავლისათვის პრეზენტაციის შაბლონი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე ადვილად შეძლებს პრეზენტაციის აგებას.გავაკეთე პროექტის მსვლელობის მონახაზი. დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია. პროექტის გეგმაში შევავსე ახალი პუნქტი-საბაზისო უნარ_ჩვევები. გადავამოწმე პორტფოლიო და მისი საქაღღალდეები.პრეზენტაციაში ჩავსვი დოკუმენტები. ბლოგს დავამატე გაჯეტები. 
მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

Tuesday, July 1, 2014

VI დღის რეფლექსია


შევადგინეთ პრეზენტაციის შეფასების სქემა .ვისწავლეთ drive-დან არასამუშაო რეჟიმში მყოფი    დოკუმენტის ლინკის ჩასმა ბლოგზე. ავტვირთე ბროშურა drive-ზე და ჩავსვი პოსტში.
ბროშურა
ვისწავლეთ youtube-ზე  ატვირთული ვიდეოს ჩასმა  ბლოგზე.  


ვისწავლეთ page-ის ჩასმა ბლოგზე.
დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.საინტერესო ტრენინგი საშუალებას მომცემს მოსწავლეებს ვაჩვენოთ ვიზუალური მასალებით დატვირთული სასწავლო მასალები.

Thursday, June 26, 2014

V დღის რეფლექსია

ავტვირთე პორტფოლიოს პრეზენტაცია დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
განვიხილე საავტორო უფლებები და ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობები.
გადავათვალიერე შესაბამისი რესურსები და დავათვალიერე პრეზენტაციის ჩემთვის მოსარგები ფორმატი. მოვიძიე ინტერნეტიდან სურათები, ფოტოები და ვიდეოები და შევავსე გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი, ჩავსვი მისამართი და URL, ჩავსვი მოძიებული მასალები შესაბამის საქაღლდეში.
ავირჩიე საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტი-პრეზენტაცია და როგორც მოსწავლემ შევქმენი პრეზენტაცია .დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად დამეხმარა პროექტის მიზნის ფორმულირებაში.

პროექტის პრეზენტაცია


Tuesday, June 24, 2014

IV დღის რეფლექსია

განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებ სტრატეგიები.თითოელი სტრატეგიიდან ავირჩიეთ მეთოდები და შევადგინეთ შეფასების გეგმა. შევადგინეთ შეფასებების ინსტუმენტების მოკლე მონახაზი.გავხსენით საპრეზენტაციო ფაილი და შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ვფიქრობ შეფასების სქემების და რუბრიკების განხილვა ძალიან დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.მადლობა  ტრენერს საინტერესო დღისთვის!

Thursday, June 12, 2014

III დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეორე მოდულის I და II აქტიმობების განხილვა- სასწავლო პროექტის ძირითადი საკითხები.
  • როგორ უნდა გავითვალისწინო სტანდარტი;
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას პროექტში.
განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები, რომლებიც ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება პროექტზე მუშაობისას.
განვიხილეთ გუგლი დრაივში მუშაობა და ავტვირთეთ ფაილები და საქაღალდეები, გავუზიარე მეწყვილეებს და მოვახდინეთ გაზიარების რეჟიმში ერთობლივი მუშაობა, რაც დამეხმარება ერთობლივი და ინტეგრირებული პროექტების განხორციელებაში.

Tuesday, June 10, 2014

II დღის რეფლექსია

  განვიხილეთ I მოდულის IV-V აქტივობა-სასწავლო ნიმუშების შექმნა.
ვისწავლეთ ახალი სასწავლო რესურსის - პუბლიკაციის შექმნა, დავათვალიერეთ 
ბუკლეტის ნიმუშები და შაბლონები, შემდეგ კი შევქმენით 
ბუკლეტი და განთავსება პორტფოლიოში.
საინტერესო და აქტუალური იყო პუბლიკაციების შექმნა. ვფიქრობ, რომ იგი დიდ ინტერესს გამოიწვევს მოსწავლეებში და მეტი იქნება მათი სურვილი  და მზაობა პროექტის დასაწყებად. 

Thursday, June 5, 2014

I დღის რეფლექსია



ტრენინგის განმავლობაში განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები. შევქმენით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები.
21- საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შევარჩიე ის უნარები, რომლის განვითარებასაც დავისახავ მიზნად პროექტში.საინტერესო იყო ბლოგის შექმნა, რაც შესაძლებლობას მომცემს გავეცნო კოლეგებისა და მოსწავლეების ნამუშევრებს.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ინტელის ტრენინგის გავლა დამეხმარება იმ კითხვების პასუხების გაცემაში, რომელიც მებადებოდა პროექტზე მუშაობის დროს . ვფიქრობ, რომ ინტელის სახელმძღვანელოს გულისყურით გაცნობის შემდეგ ბევრ საინტერესო და საჭირო პროექტს დავგეგმავ და განვახორციელებ! წარმტებული პროექტები კი თავისთავად იზრუნებს მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარებაზე.