Thursday, June 5, 2014

I დღის რეფლექსია



ტრენინგის განმავლობაში განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები. შევქმენით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები.
21- საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შევარჩიე ის უნარები, რომლის განვითარებასაც დავისახავ მიზნად პროექტში.საინტერესო იყო ბლოგის შექმნა, რაც შესაძლებლობას მომცემს გავეცნო კოლეგებისა და მოსწავლეების ნამუშევრებს.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ინტელის ტრენინგის გავლა დამეხმარება იმ კითხვების პასუხების გაცემაში, რომელიც მებადებოდა პროექტზე მუშაობის დროს . ვფიქრობ, რომ ინტელის სახელმძღვანელოს გულისყურით გაცნობის შემდეგ ბევრ საინტერესო და საჭირო პროექტს დავგეგმავ და განვახორციელებ! წარმტებული პროექტები კი თავისთავად იზრუნებს მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

No comments:

Post a Comment