Thursday, July 3, 2014

VII დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეექვსე მოდულის განხილვა. ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია თემაზე " ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის  დროს".გავეცანი მოსწავლეების აღქმის 5 სტილს. დავახასიათეთ თითოეული მათგანი. გავეცანით ამ მხრივ სკოლაში ბავშვების სტატისტიკას. გავეცანი, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულირებადი სწავლის განვითარებაში. შევქმენი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს დავეხმარები დასწავლის პროცესში. 
შევქმენი სუსტი მოსწავლისათვის პრეზენტაციის შაბლონი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე ადვილად შეძლებს პრეზენტაციის აგებას.გავაკეთე პროექტის მსვლელობის მონახაზი. დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია. პროექტის გეგმაში შევავსე ახალი პუნქტი-საბაზისო უნარ_ჩვევები. გადავამოწმე პორტფოლიო და მისი საქაღღალდეები.პრეზენტაციაში ჩავსვი დოკუმენტები. ბლოგს დავამატე გაჯეტები. 
მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

No comments:

Post a Comment