Tuesday, July 8, 2014

IX დღის რეფლექსია

გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგზე.
ეს ტრენინგი ფასდაუდებელი რესურსი იქნება პროექტებზე მუშაობის დროს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის.
 მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგი. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებელთა სახლს და ჩვენს ტრენერს ნინო კაჟაშვილს ასეთი მაღალ დონეზე ჩატარებული ტრენინგისათვის. 

Friday, July 4, 2014

VIII დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტის გეგმა დეტალურად გავწერე სასწავლო პროცედურები, გავითვალისწინე დიფერენცირებული სწავლება და მოვნიშნე სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.
შევქმენით გუგლი ფორმებში გამოკითხვის ფორმა თავისი პასუხებით. ფორმის შედგენის დროს გამოვიყენეთ პასუხების სხვადასხვა ფორმა და პასუხების წარმოდგენის დიაგრამების ფორმა სურათების სახით ჩავსვით პორტფოლიოს სურათების საქაღალდეში.
ჩავსვით გამოკითხვა page-ში, gajet-ში.
გუგლი ფორმები დიდი დახმარება იქნება კვლევებისა და გამოკითხვების საწარმოებლად.
მადლობა ტრენერს საინტერესო და ეფექტური ტრენინგისათვის!

Thursday, July 3, 2014

VII დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეექვსე მოდულის განხილვა. ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია თემაზე " ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის  დროს".გავეცანი მოსწავლეების აღქმის 5 სტილს. დავახასიათეთ თითოეული მათგანი. გავეცანით ამ მხრივ სკოლაში ბავშვების სტატისტიკას. გავეცანი, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულირებადი სწავლის განვითარებაში. შევქმენი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეს დავეხმარები დასწავლის პროცესში. 
შევქმენი სუსტი მოსწავლისათვის პრეზენტაციის შაბლონი, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე ადვილად შეძლებს პრეზენტაციის აგებას.გავაკეთე პროექტის მსვლელობის მონახაზი. დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია. პროექტის გეგმაში შევავსე ახალი პუნქტი-საბაზისო უნარ_ჩვევები. გადავამოწმე პორტფოლიო და მისი საქაღღალდეები.პრეზენტაციაში ჩავსვი დოკუმენტები. ბლოგს დავამატე გაჯეტები. 
მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

Tuesday, July 1, 2014

VI დღის რეფლექსია


შევადგინეთ პრეზენტაციის შეფასების სქემა .ვისწავლეთ drive-დან არასამუშაო რეჟიმში მყოფი    დოკუმენტის ლინკის ჩასმა ბლოგზე. ავტვირთე ბროშურა drive-ზე და ჩავსვი პოსტში.
ბროშურა
ვისწავლეთ youtube-ზე  ატვირთული ვიდეოს ჩასმა  ბლოგზე.  


ვისწავლეთ page-ის ჩასმა ბლოგზე.
დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.საინტერესო ტრენინგი საშუალებას მომცემს მოსწავლეებს ვაჩვენოთ ვიზუალური მასალებით დატვირთული სასწავლო მასალები.

Thursday, June 26, 2014

V დღის რეფლექსია

ავტვირთე პორტფოლიოს პრეზენტაცია დრაივზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
განვიხილე საავტორო უფლებები და ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობები.
გადავათვალიერე შესაბამისი რესურსები და დავათვალიერე პრეზენტაციის ჩემთვის მოსარგები ფორმატი. მოვიძიე ინტერნეტიდან სურათები, ფოტოები და ვიდეოები და შევავსე გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი, ჩავსვი მისამართი და URL, ჩავსვი მოძიებული მასალები შესაბამის საქაღლდეში.
ავირჩიე საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტი-პრეზენტაცია და როგორც მოსწავლემ შევქმენი პრეზენტაცია .დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად დამეხმარა პროექტის მიზნის ფორმულირებაში.

პროექტის პრეზენტაცია


Tuesday, June 24, 2014

IV დღის რეფლექსია

განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებ სტრატეგიები.თითოელი სტრატეგიიდან ავირჩიეთ მეთოდები და შევადგინეთ შეფასების გეგმა. შევადგინეთ შეფასებების ინსტუმენტების მოკლე მონახაზი.გავხსენით საპრეზენტაციო ფაილი და შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ვფიქრობ შეფასების სქემების და რუბრიკების განხილვა ძალიან დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.მადლობა  ტრენერს საინტერესო დღისთვის!